logo
ENG



კულება: სამხედრო-პოლიტიკური "გადატვირთვა" დასავლეთთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს

06 თებ 202417:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/06/bd77dgd9p4p85y6.jpg

უკრაინისა საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, სამხედრო-პოლიტიკური "გადატვირთვა" დასავლეთთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს.

"არ ვფიქრობ, რომ მთავრობაში რაიმე ცვლილება ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაზე გავლენას მოახდენს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს კონსტიტუციური უფლება, გაათავისუფლოს ჯარის მეთაური, თუ ის საჭიროდ ჩათვლის. ნებისმიერი ცვლილება არ იქნება უკრაინის სამხედრო ძალისხმევის განხეთქილების ნიშანი.

შესაძლოა, გუნდში გვქონდეს დისკუსია სამხედრო ტაქტიკის შეცვლაზე, მაგრამ ყველანი გაერთიანებული ვართ ჩვენი სტრატეგიული მიზნის გარშემო - რუსეთის დამარცხება უკრაინაში და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა. ამ სტრატეგიული მიზნის ირგვლივ დისკუსია არ მიმდინარეობს", - ამბობს კულება.

გამოცემა Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ თეთრ სახლს შეატყობინა, რომ მთავარი სამხედრო მეთაურის, ვალერი ზალუჟნის გადაყენებას გეგმავს.

როგორც გამოცემა წერდა, გენერალ ვალერი ზალუჟნის გადაყენება, რომელსაც პრეზიდენტთან რიგ საკითხებზე კონფლიქტი ჰქონდა, მოჰყვება უკრაინის გასული წლის კონტრშეტევას, რამაც ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი დაბრუნება დაბრუნება ვერ უზრუნველყო.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის შეცვლაზე ფიქრობს. ამის შესახებ მან იტალიურ ტელეარხ RAI-სთან ინტერვიუში ისაუბრა პრეზიდენტის თქმით, როდესაც სამხედრო „გადატვირთვაზე“ საუბრობს, გულისხმობს მთავრობის ლიდერების მთელი რიგის როტაციას და არა მხოლოდ ერთ სექტორში. 


close დახურვა